ჯანლუიჯი ბუფონმა პაოლო მალდინის გადაასწრო და სერია A-ს რეკორდის ერთპიროვნული მფლობელი გახდა. ჯიჯისთვის “ტორინოსთან” მატჩი იტალიის ჩემპიონატის ეგიდით 648-ე გამოდგა, რაც რეკორდია.
მალდინის აქტივში 647 თამაშია. ჯიჯის ხსენებული 648 თამაშიდან 168 “პარმას” მაისურით აქვს ჩატარებული, ხოლო დანარჩენი “იუვენტუსის”.