მთავარი / სიახლეები / სერია A / რონალდუ: “გუნდურად ვუმატებთ და მთავარი ესაა”

რონალდუ: “გუნდურად ვუმატებთ და მთავარი ესაა”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ „ტორინოსთან“ (4:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელმა გოლიც გაიტანა, ჯარიმით.

„ვიცოდით, რომ ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ მოგება დავიმსახურეთ და კარგად ვითამაშეთ. ჩვენი მიზანი კონკრეტულია, შეგვიძლია „ლაციოზე“ ზეწოლა განვახორციელოთ. ჩემი გოლი? ველოდებოდი ჯარიმიდან გატანას, რადგან რწმენა დამიბრუნა, კმაყოფილი ვარ, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვებაა და გოლის ავტორები მთავარი არაა. მე და დიბალა ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ, მაგრამ ჩვენ გუნდურად ვუმატებთ და ეს მთავარია“, – თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ში მომდევნო მატჩს 8 ივლისს, სტუმრად „მილანთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …