მთავარი / სიახლეები / სერია A / რონალდუ: “წინ ჩემი მესამე სკუდეტოსკენ!”

რონალდუ: “წინ ჩემი მესამე სკუდეტოსკენ!”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ სკუდეტოს მოგების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ბედნიერია.

„ბედნიერი ვარ, რომ „იუვენტუსის“ ცხრა სკუდეტოდან ბოლო ორი მოვიგე! ზოგი იფიქრებს, რომ ეს ადვილი იყო, მაგრამ ასე არ ყოფილა! წლიდან წლამდე ნიჭი, ერთგულება და მძიმე შრომა გაღწევინებს მიზნებს და გხდის უკეთეს, ვიდრე იყავი. წინ ჩემი მესამე სკუდეტოსკენ!“ – წერს ინსტაგრამში რონალდუ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუმ სერია A-ს აწ დასრულებულ სეზონში 33 მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …