კრიშტიანუ რონალდუმ „ჯენოას“ კარში ულამაზესი გოლი გაიტანა, უძლიერესი დარტყმით. როგორც გაირკვა, ბურთი დარტყმის მომენტში 105 კმ/სთ სიჩქარით გაფრინდა.
ეს კი, პორტუგალიელის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია. თავის დროზე „რეალსა“ და „მანჩესტერში“ მისი შედეგი უფრო მაღალიც ყოფილა – 120 კმ/სთ სიჩქარე.
შეგახსენებთ, რომ „იუვემ“ „ჯენოა“ 3:1 დაამარცხა, რონალდუმ კი სერია A-ში 24-ე გოლი გაიტანა.