მთავარი / სიახლეები / Sky Sports: იუვენტუსი დიბალას იანვარში გაყიდის
Sky Sports: იუვენტუსი დიბალას იანვარში გაყიდის

Sky Sports: იუვენტუსი დიბალას იანვარში გაყიდის

„იუვენტუსი“ თავდამსხმელ პაულო დიბალას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაემშვიდობება, ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, „ბებერი ქალბატონის“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი დაჟინებით მოითხოვს არგენტინელის გაყიდვას. იტალიის ჩემპიონის მენტორი 25 წლის თავდამსხმელისთვის გუნდში ადგილს ვერ ხედავს, რადგან მიაჩნია, რომ ის მოედანზე შეუთავსებელია „იუვეს“ მთავარ ვარსკვლავთან კრიშტიანუ რონალდუსთან.

მიმდინარე სეზონში კლუბის დონეზე დიბალამ მიიღო მონაწილეობა სამ მატჩში, მთლიანობაში მოედანზე 96 წუთი გაატარა. თავდამსხმელმა თავი ეფექტური მოქმედებებით ვერ გამოიჩინა. ფეხბურთელის კონტრაქტი „იუვენტუსთან“ გაფორმებულია 2022 წლის ზაფხულამდე. დღეისთვის არგენტინელის სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონ ევროს შეადგენს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …