მთავარი / სიახლეები / კარლო ანჩელოტი: სარის იუვენტუსს დრო სჭირდება, რომ თავის პიკს მიაღწიოს
კარლო ანჩელოტი: სარის იუვენტუსს დრო სჭირდება, რომ თავის პიკს მიაღწიოს

კარლო ანჩელოტი: სარის იუვენტუსს დრო სჭირდება, რომ თავის პიკს მიაღწიოს

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ლეჩესთან (4:1) გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

იტალიელი სპეციალისტის განცხადებით იუვენტუსმა თავდაჯერებულობა უახლოეს მომავალში უნდა მოიპოვოს.

„ვინ არის ყველაზე საშიში მოწინააღმდეგე დღეისთვის? რადგან ვიცნობ მაურიციო სარის და მის გუნდებს, შემიძლია ვთქვა, რომ „იუვენტუსი“ ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია და მას მწვერვალზე ასვლისთვის დრო სჭირდება.

„ინტერს“ გარკვეული თავდაჯერებულობა აქვს, ხოლო „იუვენტუსმა“ თავდაჯერებულობა უახლოეს მომავალში უნდა მოიპოვოს”, – თქვა ანჩელოტიმ Sky Sport Italia–სთან ინტერვიუში.

სერია A-ს ლიდერი „ინტერია“. ანტონიო კონტეს გუნდმა ჩემპიონატის ოთხივე მატჩი მოიგო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …