„იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ Corriere dello Sport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ულტრასები კლუბს აშანტაჟებდნე.
მისი თქმით ულტრასები ითხოვდნენ, რომ მათთვის მატჩის ბილეთები უფასოდ გადაეცათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოწინააღმდეგისთვის შეურაცხმყოფელი შეძახილებით იმუქრებოდნენ, რაც გამოიწვევდა ჯარიმებს და ტრიბუნების ან სტადიონის დისკვალიფიკაციას.
“თქვენ მიდიხართ კურვაზე თქვენი რისკით, განსაკუთრებით მის ცენტრალურ ნაწილში. კურვას ყველა გულშემატკივარი არაა კრიმინალი, მაგრამ მათ შორის ნამდვილად არიან ულტრასის ლიდერები, რომელთაც აქვთ კრიმინალური პოტენციალი: ტოია, გრანჩინი და მაცოლა (საუბარია დაჯგუფების სამ ლიდერზე, რომლებიც შედიან დრუგში და ვიკინგში).
2018 წლის მოვლენების გათვალისწინებით, სიტუაციაზე დაკვირვებით და პოლიციასთან ჩვენი გრძელვადიანი თანამშრომლობის გათვალისწინებით, ჩემს თანამშრომლებთან ერთად გადავწყვიტეთ განცხადების შეტანა სამართალდამცავ ორგანოებში.
ჩვენ ეს იმისთვის გავაკეთეთ, რომ დაგვემტკიცებინა ფაქტი, რომ ვცდილობდით სიტუაციის მოგვარებას, რომლის შესახებაც 2016 წლამდე არ გვქონდა წერილობითი მტკიცებულებები. მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ულტრასის ლიდერებს, რომლებიც მუქარებსა და ძალადობაში არიან ჩართულნი, შეუძლით ზიანი მიაყენონ კლუბს.
მაშინაც კი, თუ მათი მოთხოვნები არ არის განსაკუთრებით სასტიკი, ჩვენ იძულებული ვხდებით ისინი შევასრულოთ. რადგან გვესმის რომ ყვირილს და სხვა ქცევებს ნეგატიურ შედეგებამდე მივყავართ. როგორიცაა ჯარიმები ან სტადიონის შესაძლო დისკვალიფიკაციაც კი.” – განაცხადა ანდრეა ანიელიმ Corriere dello Sport–თან ინტერვიუში.