ტურინის „იუვენტუსს“ სურს თავისი შემადგენლობის გაძლიერება პსჟ-ს მცველით ტომას მუნიეთი.
წყაროს თანახმად, „იუვე“ გეგმავს ტომას გადაბირებას იტალიურ მიწაზე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, როდესაც ბელგიელს თავისუფალი აგენტის სტატუსი ექნება.
„ბებერი ქალბატონი“ პსჟ-სთან არანაირ მოლაპარაკებას არ გამართავს. „იუვე“ არ აპირებს მუნიეს სანაცვლოდ ფულის გადახდას და დაელოდება, როდის ამოიწურება მისი კონტრაქტი პარიზელებთან. 2018 წლის ზაფხულში მუნიე დაეხმარა ბელგიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლების მოპოვებაში. პსჟ-ს შემადგენლობაში კი ტომას მრავალი ტროფეი აქვს მოგებული.