ტურინის იუვენტუსის პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ იუვენტუსში ჩატარებული მატჩების 17%-ში გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
პორტუგალიელი ფეხბურთელის შედეგი იუვენტუსის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. მან უკან ჩამოიტოვა ბაჯო და ბეტეგა – 16%. იგუაინს კი 14% აქვს.
უფრო საინტერესო ისაა, რომ თუ ავიღებთ გოლების საერთო რაოდენობისა და გადამწყვეტი გოლების თანაფარდობას, მაშინ ლიდერებში არიან ამაური – 46%, მატრი/მანჯუკიჩი – 39%, მორატა – 30%, პოგბა/ბეტეგა -29%, ბაჯო – 28%, დიბალა/იგუაინი – 27%, რონალდუს კი მხოლოდ 26% აქვს.