დანიელე რუგანის „რომაში“ ტრანსფერი პრაქტიკულად ჩაიშალა. დედაქალაქურმა გუნდმა ცენტრალური მცველის პოზიციაზე კრის სმოლინგთან მიაღწია შეთანხმებას და ინგლისელის რომში გადასვლა გადაწყვეტილია.
შესაბამისად, „ჯალოროსის“ ცენტრალური მცველი აღარ სჭირდება. მიუხედავად ამისა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე შესაძლოა დანიელემ „იუვე“ მაინც დატოვოს.
„ბებერი სინიორა“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს. საქმეში კი, შესაძლოა ბერგამოს „ატალანტა“ ჩაერთოს. ჯამპიერო გასპერინი პირადად დაინტერესედა რუგანით და არაა გამორიცხული მხარეები მორიგდნენ კიდეც.