მთავარი / სიახლეები / მეჰდი ბენატია: “იუვემ” ამ ზაფხულს დაბრუნება შემომთავაზა”

მეჰდი ბენატია: “იუვემ” ამ ზაფხულს დაბრუნება შემომთავაზა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა მეჰდი ბენატიამ განაცხადა, რომ კლუბი დაბრუნებას სთავაზობდა. მაროკოელი „იუვეში“ 2016 წლის ზაფხულიდან 2019 წლის იანვრამდე თამაშობდა. როგორც მეჰდიმ განაცხადა, ფაბიო პარატიჩი მიმდინარე ზაფხულის დასაწყისში დაუკავშირდა და დაბრუნება შესთავაზა.

გარდა ამისა, აფრიკელმა მატიას დე ლიხტის შესახებაც გააკეთა კომენტარი:

„დიახ, ჭორები სიმართლე იყო. ველაპარაკე ფაბიო პარატიჩიც, რომელმაც მთხოვა, რომ კიდევ ერთხელ ჩამეცვა „იუვეს“ მაისურით. ჩემი პრობლემა არ ყოფილა გასახდელთან, ხელმძღვანელობასთან და არც კლუბთან. მაგრამ ალეგრი ძალიან ცოტას მათამაშებდა, ვიდრე თავიდან დამპირდა. „იუვე“ მცველს ეძებდა და არ იყო დარწმუნებული, რომ დე ლიხტს გაიფორმებდა. მე ვუპასუხე, რომ ყატარში თავს კარგად ვგრძნობდი და ეს არჩევანი არ გამიკეთებია იმისთვის, რომ ხუთი თვის შემდეგ უკან დავბრუნებულიყავი.

წლები გადის, უკვე 32 წლის ვარ. უდინეში, რომში და ტურინში ძალიან კარგად ვიყავი, კარი არავისთვის არასდროს დამიხურავს და ამიტომ, ტელეფონს ყოველთვის ვპასუხობ. „იუვესთან“ ძალიან კარგი მოგონებები მაქვს, უბრალოდ მხოლოდ ბოლო 5 თვის დავიწყებას ვცდილობ, რადგან იყო ცუდი მომენტები ამ პერიოდში.

დე ლიხტი? მისი თამაში „აიაქსში“ ბევრჯერ ვნახე და ცხადია, ჰოლანდიაში თამაში არაა იგივე, როგორც იტალიაში, რადგან მეტოქეები უფრო მაღალი დონისაა. თუმცა, „იუვეში“ იციან როგორ იმუშაონ და რადგან სოლიდური თანხა გადაიხადეს, ნიშნავს, რომ დიდი ფეხბურთელია. გარდა ამისა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ბონუჩი 32 წლისაა, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია და ტრავმებსაც ხშირად არ იღებს. კიელინიც ფენომენია, მაგრამ შარშან ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, შესაძლოა წელსაც გაუცდეს მატჩები.

შესაბამისად ამ ბიჭსაც მოუწევს თამაში და უნდა დაამტკიცოს, რომ „იუვენტუსი“ არ შემცდარა, როცა მასში ინვესტიცია ჩადო. თუმცა, თუ სეზონში 40-50 შეხვედრას არ ჩაატარებს, არ ნიშნავს, რომ ეს კატასტროფაა. ადაპტაცია სჭირდება და დიდი ჩემპიონების გვერდით გაიზრდება“, – თქვა ბენატიამ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *