ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ Sky Sport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც საინტერესო საკითხებს შეეხო.
პოლონელმა ისაუბრა, როგორც „ნაპოლისთან“ მოახლოებულ მატჩზე, ისე აწ დაწყებულ სეზონზე, მაურიციო სარიზე და ჯანლუიჯი ბუფონზე.
„ნაპოლის“ წინააღმდეგ სეზონში ორჯერ უნდა ვითამაშოთ და არაფერს ცვლის მეორე ტურში შევხვდებით თუ სხვა დროს. მნიშვნელოვანი თამაშია, „ნაპოლი“ ამ წლებში ყოველთვის გვაწუხებს. მოუთმენლად ველოდები მოედანზე გასვლა. რთული მატჩი იქნება, ყოველთვის ძნელია კონკურენტთან დაპირისპირება, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვამარცხებთ და იმედია შაბათსაც ასე იქნება.
სარი? მისი „ნაპოლი“ ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა, ახლა აქ არის და ბევრს ვმუშაობთ. ალეგრისგან განსხვავებით ახლა მინდორზე უფრო მეტ დროს ვატარებთ ბურთთან ერთად. დაცვაც განსხვავებულია მეთოდით ხდება და მეტოქეებს უფრო მეტად ვაპრესინგებთ. ტაქტიკაზეც ბევრს ვმუშაობთ. სათადარიგო სკამზე მწვრთნელის გარეშე რთულია? არა, ჩვენ გამოცდილი გუნდი გვყავს, ხოლო მას კარგი სტაფი. თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის უკეთესია ჩვენთან ერთად იყოს.
იგუაინი? ძალიან კარგადაა და ზაფხულში გამართულ ამხანაგურ მატჩებშიც გვაჩვენა. ვიცი, რომ ბევრ გოლს გაიტანს. დიბალა? ყველამ ვნახეთ მისი საოცარი გოლი „ტრიესტინასთან“, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის ყველამ უნდა იბრძოლოს.
წელს ბევრი გუნდი შეიცვალა და გაძლიერდა. „ინტერი“, „ნაპოლი“, ასევე „რომა“ და „ლაციო“. კონკურენტუნარიანი ჩემპიონატი იქნება.
ჩემპიონთა ლიგა? დე ლიხტი ვერ გამოგვაგდებს, ვერც რონალდუ, შესაბამისად, მეტი შანსი გვაქვს. თუმცა, ახლა ამ ტურნირზე არ ვფიქრობთ. ვნახოთ, როგორი მეტოქეები გვეყოლება. ახლა მხოლოდ შაბათის შეხვედრაზე ვფიქრობთ.
ბუფონის დაბრუნება? მშვენიერია. მე მყავდა მსოფლიოში მეკარე შემცვლელად – ალისონი. ახლა კი, ისტორიაში ყველაზე ძლიერი. შესანიშნავია, რადგან იმ ერთ წელში, რომელიც ჯიჯისთან გავატარე, ბევრი რამ ვისწავლე მისგან. საოცარია მისი ვარჯიშის ყურება და გასახდელშიც გავლენიანია. ჩვენი ურთიერთობა თუ შეიცვალა? ყოველთვის მეგობრები ვიყავით. განსხვავება ისაა, რომ ახლა ძირითადის მეკარე მე ვარ. მაგრამ ვფიქრობ, ამ სეზონში ჯიჯიც ბევრს ითამაშებს. ბუფონს საოცარი ენთუზიაზმი აქვს, ამ საქმისადმი დიდი ვნება. ამ ასაკამდე თამაში გამიჭირდება. მე 29 წლის ასაკში ზოგჯერ მიჭირს, ის კი ახალგაზრდასავითაა, ეს დიდებულია“, – თქვა შჩესნიმ.