ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ბლეზ მატუიდი „ინტერის“ დაინტერესების სფეროში მოხვდა.
ფრანგი ფეხბურთელი, რომ „იუვენტუსიდან“ წასვლის კანდიდატთა შორისაა, უკვე კარგა ხანია ცნობილია, ახლა კი რადარებზე მილანური გუნდი გამოჩნდა. ანტონიო კონტეს ნახევარდაცვის გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი და მისი მთავარი სამიზნე ყოფილი ტურინელი არტურო ვიდალია.
თუმცა, ჩილელის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში, სათადარიგო ვარიანტად „ინტერში“ სწორედ მატუიდის განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ ბლეზ მატუიდი „იუვენტუსმა“ 2017 წლის ზაფხულში „პარი სენ ჟერმენიდან“ დაიმატა.