იუვენტუსის ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ მოიწონა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერი და მწვანე შუქი აუნთო.
პორტუგალიელ და ბრაზილიელს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ. რომელიც ბოლო დროს განმტკიცდა ორივე მათგანის სარეკლამო აქციაში მონაწილეობით. რონალდუ თვლის რომ შეუძლია ნეიმართან კარგად შეთამაშება მოედანზე, ხოლო 27 წლის მოთამაშის მოსვლა იუვეს უფრო კონკურენტუნარიანს გახდის ჩემპიონთა ლიგაზე.
თვითონ ნეიმარს ბარსელონაში დაბრუნება სურს. მაგრამ ესპანეთის და საფრანგეთის ჩემპიონებს შორის დაძაბული ურთიერთობების გამო ეს ტრანსფერი ნაკლებ სავარაუდოა. ამიტომ ბრაზილიელი ფორვარდი კარიერის გასაგრძელებლად სხვა ვარიანტებსაც განიხილავს.