ტურინის „იუვენტუსს“ ლონდონის „ტოტენჰემის“ ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი დაუკავშირეს. ესპანური Marca-ს ცნობით, იტალიის ჩემპიონი მაურიციო სარისთვის მაღალი დონის ნახევარმცველს ეძებს და არჩევანი დანიელზე შეაჩერა.
ერიკსენს „ტოტენჰეთან“ კონტრაქტი 2020 წელს ეწურება და გუნდის დატოვებას ცდილობს. სკანდინავიელი 100 მილიონ ევრომდე ღირს, მაგრამ ეს გაცილებით იაფია, ვიდრე პოლ პოგბას ფასი, რომლის ტურინში გადაბარგების საკითხი ალბათ ამ დროისთვის დაიხურება.
ერიკსენისთვის მადრიდის „ატლეტიკო“ და „მანჩესტერ იუნაიტედიც“ იბრძვიან. შესაძლოა ტრანსფერის ფინანსური დეტალები კი ამ დროისთვის არ გახმაურებულა.