მთავარი / სიახლეები / ევრა: “არასდროს მითამაშია ისეთი ადვილი თამაში, როგორც “დორტმუნდთან” 2015 წელს”

ევრა: “არასდროს მითამაშია ისეთი ადვილი თამაში, როგორც “დორტმუნდთან” 2015 წელს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ Gazzetta Dello Sport-თან იტალიაში ყოფნის საწყისი პერიოდი გაიხსენა და მასიმილიანო ალეგრი კომპლომენტებით აავსო.

გარდა ამისა, ევრამ აწმყოსაც არ აუარა გვერდი და „იუვეს“ მთავარ კონკურენტად „ინტერი“ დაასახელა.

„ალეგრი სიურპრიზია, დიდი სიურპრიზი. ტაქტიკურად ნამდვილი მაესტრო! მაგალითს მოვიყვან: 2015 წელს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ტურინში „დორტმუნდს“ 2:1 მოვუგეთ. საპასუხო მატჩამდე მაქსმა გვაყურებინა ვიდეოს, რომელიც გერმანელთა სისუსტეები ჩანდა. ასეთი მარტივი თამაში არასდროს მითამაშია, ზუსტად ის გვითხრა მატჩის წინ, რაც მოხდა. 3:0 შემთხვევით არ მოგვიგია. „იუვეში“ ხელმძღვანელობა ყოველთვის რჩება, ხოლო ადამიანები მიდიან და მოდიან. ასე რომ არ მიკვირს მისი გაშვება, ალბათ მაქსსაც სჭირდებოდა პაუზა.

თავის დროზე მე კონტეს დავთანხდი „იუვეში“ გადასვლაზე, მაგრამ მუშაობა ალეგრისთან მომიწია დათავიდანვე ჰარმონია ჩამოყალიბდა. მაგრამ თავიდან, ორი-სამი თვე დეპრესიაში ვიყავი. ყოველთვის ყველაზე გაბრაზებული, ვერ ვთამაშობდი ისე, როგორც „მანჩესტერში“, რომელიც ჩემთვის მშობლიური გუნდი იყო. ჩემი პოტენციალის 30%-ს ვაჩვენებდი. დაცვაში არა ოთხი, არამედ სამი მცველით ვთამაშობდით, შემდეგ ვარჯიშზე ტრავმა მივიღე, რაც მანამდე პრაქტიკულად არ მომხდარა. ჩემი დაბრუნების შემდეგ ამბობდნენ, რომ ძველი ევრა არ ვიყავი. მეც მინდოდა დამემტკიცებინა, ვინ იყო ნამდვილი პატრის ევრა. იმ წელს ჩემპიონთა ლიგასთან ძალიან ახლოს, ერთ ნაბიჯში მივედით და სეზონის მეორე ნაწილში ჩემს ჩვეულ ფორმას დავუბრუნდი.

წელს მგონია, რომ მთავარი მეტოქე „ინტერი“ იქნება, რომელსაც კონტეს სახით საოცარი მწვრთნელი ჰყავს, მან ეროვნულ ნაკრებში საოცრად იმუშავა და სკუდეტოსთვის ბრძოლა მომხიბლავი იქნება“, – თქვა ევრამ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *