მთავარი / თეგის არქივი: პატრის ევრა

თეგის არქივი: პატრის ევრა

ევრა: “მტრებო, ახლა დატკბით, მაგრამ როცა “იუვე” დაბრუნდება, მერე აღარ იტიროთ”

ვეტერანმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა, რომელშიც „იუვენტუსზე“ საუბრობს და „იუვეს“ მაისური აცვია (1996-1997 წლების სეზონის). როგორც მან თქვა, „იუვეს“ მტრები ახლა ტკბებიან, მაგრამ როცა „იუვე“ დაბრუნდება, მოუწოდა მათ, რომ მერე აღარ იტირონ. „სალამი ყველა ჩემს ძვირფას „იუვენტინოს“, ყველა ჩემს ჩასაფრებულ ბუს, რადგან სწორედ ახლა უნდა იყოთ ჩასაფრებულები. …

სრულად წაკითხვა »

ევრა: “ფეხბურთელები “მანჩესტერსა” და პსჟ-ში ფულის გამო მიდიან, “იუვეში” – სიყვარულისთვის

ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ განაცხადა, რომ „იუვენტუსში“ ფეხბურთელები კლუბის სიყვარულის გამო მიდიან, „მანჩესტერსა“ და პსჟ-ში კი ფულისთვის. „ფეხბურთელები „მანჩესტერ იუნაიტედში“ ფულის გამო მიდიან და არა ისტორიისთვის. ისინი პსჟ-ში მიდიან ფულისთვის და ლამაზ ქალაქში საცხოვრებლად. სწორედ ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ „იუვენტუსი“ შეინარჩუნებს მენტალიტეტს, რომელიც აქვს. ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც ვლაჰოვიჩი და ლოკატელი …

სრულად წაკითხვა »

ევრა: “ასეთი “იუვეს” ნახვით იმედგაცრუებული ვარ, გუნდს მოგების სურვილი არ ჰქონდა”

ჩემპიონთა ლიგაზე ტურინის „იუვენტუსის“ მარცხს პატრის ევრა გამოეხმაურა. ფრანგმა ფეხბურთელმა თამაში Prime Video-ს ეთერში შეაფასა და ყოფილი კლუბის მისამართით კრიტიკა არ დაუშურებია. „თუ ოთხ აშკარა საგოლე მომენტს ვერ გამოიყენებ, ძვირად დაგიჯდება. „იუვეს“ ახლა აშკარად უჭირს და სიტუაცია უნდა გამოსწორდეს. „იუვეს“ ამ თამაშის მოგება არ უცდია. პირველ ტაიმში კი, მაგრამ მეორე …

სრულად წაკითხვა »

ევრა: “რონალდუ “იუვეში” განტევების ვაცი იყო, ალეგრიმ მატჩების წინ იცის რა მოხდება”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ მასიმილიანო ალეგრის შესახებ ისაუბრა. მან ასევე კომენტარი გააკეთა კრიშტიანუ რონალდუზე და თქვა, რომ ის „იუვეში“ განტევების ვაცი იყო. „როგორც ანიელის ვუთხარი, ალეგრი 2019 წელს არ უნდა გაეშვა. იმ ვნებისა და სიყვარულისთვის, რომელიც მას „იუვეს“ მიმართ აქვს, მიუხედავად თავიდან ბევრი გულშემატკივრის სიძულვილისა. დაბრუნება ადვილი არასდროსაა, …

სრულად წაკითხვა »

ევრა: “გავუგოთ “იუვეს” მოძულეებს, ისინი 9 წელი იტანჯებოდნენ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც „იუვენტუსის“ ფანებს და მის მტრებს მიმართა. ფრანგმა „იუვეს“ მეტოქე ფანებს ბუ უწოდა და შეიძლება ითქვას, რომ მათ დასცინა. „დილით იღვიძებ და იცი, რომ შენი პირველი საქმე „ბებერი ქალბატონის“ გამო ბუდ გადაქცევაა. თქვენ ოცნებობდით, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გასულიყო, …

სრულად წაკითხვა »

ევრას ირონიული პოსტი ვიდალზე: “ბოლომდე იუვენტინოობა მთავარია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე საინტერესო ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ანდრეა პირლოსთან და არტურო ვიდალთან ერთადაა. „ინტერში“ წასვლის გამო, როგორც ჩანს, ევრა ვიდალს გაუნაწყენდა და მასზესაკმაოდ ირონიული პოსტი განათავსა. ყოველშემთხვევაში, ფაქტია, ევრამ ამ პოსტით ვიდალს მიანიშნა, რომ მან „იუვენტუსს“ უღალატა. „- პატ, შენს უკან ვინ არის? – …

სრულად წაკითხვა »

ევრა პოგბას “მანჩესტერიდან” წასვლას ურჩევს

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მცველი პატრის ევრა პოლ პოგბას „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვებას ურჩევს. „დროა პოლმა „მანჩესტერი“ დატოვოს. „მარსელში“ თამაშის დროს გულშემატკივარს დავარტყი, ჩემთან გუნდის მფლობელი და მწვრთნელი მოვიდნენ, რომლებმაც მკითხეს: რა ვქნათ ახლა პატრის?“ ვუპასუხე, რომ მივდიოდი, რადგან არ მინდოდა გუნდისთვის ნეგატივი მომეტანა. პოგბაც ასეთ ვითარებაში, მას ყოველთვის აკრიტიკებენ, კარგად თამაშობს …

სრულად წაკითხვა »

პატრის ევრა: “იუვე” ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული გამოწვევა იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ განაცხადა, რომ „იუვენტუსი“ მისი ცხოვრების ყველაზე რთული გამოწვევა იყო. ფრანგის განცხადებით, იტალიაში მძიმე შრომა მნიშვნელოვანია. „იუნაიტედში“ ბევრი ტიტული მოვიგე, მაგრამ არ მეშინია იმის თქმა, რომ იქ გატარებული პერიოდი „იუვენტუსში“ ყოფნასთან შედარებით შვებულება იყო. ტურინში მუშაობის ნათელი მეთოდია – ვარჯიშები… თამაშამდე ორი დღით ადრე სასტუმროში …

სრულად წაკითხვა »

ევრა: “პოგბა მანჩესტერში იმ სიყვარულს ვერ გრძნობს, რაც ტურინში ჰქონდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ Daily Mail-თან პოლ პოგბას შესახებ ისაუბრა. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, მისი თანამემამულე „მანჩესტერში“ იმ სიყვარულს ვერ გრძნობს, რაც „იუვენტუსში“ ჰქონდა. „არ ვიცი რა მომავალი აქვს პოლს. ის ნამდვილად ვიცი, რომ „იუვენტუსში“ ძალიან უყვართ და „მანჩესტერში“ იმავე სიყვარულს ვერ გრძნობს. თუ კარგად არ თამაშობს, აკრიტიკებენ, მაგრამ …

სრულად წაკითხვა »

ევრა: “არასდროს მითამაშია ისეთი ადვილი თამაში, როგორც “დორტმუნდთან” 2015 წელს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ Gazzetta Dello Sport-თან იტალიაში ყოფნის საწყისი პერიოდი გაიხსენა და მასიმილიანო ალეგრი კომპლომენტებით აავსო. გარდა ამისა, ევრამ აწმყოსაც არ აუარა გვერდი და „იუვეს“ მთავარ კონკურენტად „ინტერი“ დაასახელა. „ალეგრი სიურპრიზია, დიდი სიურპრიზი. ტაქტიკურად ნამდვილი მაესტრო! მაგალითს მოვიყვან: 2015 წელს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ტურინში „დორტმუნდს“ 2:1 მოვუგეთ. …

სრულად წაკითხვა »