ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ Daily Mail-თან პოლ პოგბას შესახებ ისაუბრა. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, მისი თანამემამულე „მანჩესტერში“ იმ სიყვარულს ვერ გრძნობს, რაც „იუვენტუსში“ ჰქონდა.
„არ ვიცი რა მომავალი აქვს პოლს. ის ნამდვილად ვიცი, რომ „იუვენტუსში“ ძალიან უყვართ და „მანჩესტერში“ იმავე სიყვარულს ვერ გრძნობს. თუ კარგად არ თამაშობს, აკრიტიკებენ, მაგრამ თუ კარგად თამაშობს, ამაზე კონცენტრირდება. როდესაც შესანიშნავ მანქანებს და სახლს ყიდულობ, ქმნი სიძულვილსა და ეჭვიანობას, შესაბამისად, მოედანზე უნდა ითამაშო კარგად, რომ ეს კრიტიკა თავიდან აირიდო“, – თქვა ევრამ.