ცნობილი ბელგიელი ფეხბურთელი ენცო შიფო, რომელსაც კარიერის ნაწილი იტალიაში აქვს გატარებული („ინტერი“ და „ტორინო“) რომელუ ლუკაკუს შესაძლო ტრნასფერზე Gazzetta Dello Sport-ს ესაუბრა.
ბელგიელის განცხადებით, ლუკაკუს კრიშტიანუ რონალდუსთან ძალიან კარგი ტანდემის შექმნა შეუძლია.
„რომელუს და რონალდუს შესანიშნავი დუეტის შექმნა შეუძლიათ. ლუკაკუ საჯარიმოში რამდენიმე ფეხბურთელის ყურადღებას მიიქცევს, რაც პორტუგალიელს სივრცეებს კიდევ უფრო გაუთავლისფულებს. მას ბევრს აკრიტიკებენ, მაგრამ უსამართლოდ. ეს იქნება სწორი ნაბიჯი და გარიგება.
დიბალა შესანიშნავი ფეხბურთელია, ტექნიკური, მაგრამ ლუკაკუ უფრო მეტად კონკრეტული მოთამაშეა. ტურინელ გულშემტკივრებს, რომლებსაც არ სურთ მისი ტრანსფერი, რამდენიმე დღეში გადაარწმუნებს“, – აღნიშნა შიფომ.