ალხა უკვე ოფიციალურად – მოიზე კინი „იუვენტუსის“ ფეხბურთელი აღარაა და კარიერას ლივერპულის „ევერტონში“ გააფორმებს. ნიჭიერმა ფორვარდმა ინგლისურ გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„იუვემ“ კი 19 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო მიიღო და ამ თანხაში ბონუსებიც გათვალისწინებულია.
მოიზე კინი ტურინელთა აკადემიის აღზრდილია, ხოლო მთავარ გუნდში 21 მატჩის ჩატარება და 8 გოლის გატანა მოასწრო. როგორც „იუვენტუსის“ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, კლუბი კინს მომავალ კარიერაში დიდ წარმატებებს უსურვებს.
Moise Kean officially joins @Everton.
Thank you, and good luck! ➡️ https://t.co/WIbliJ0QC4 pic.twitter.com/M7nimalLBh
— JuventusFC (@juventusfcen) August 4, 2019