ტურინის „იუვენტუსი“ და „მანჩესტერ სიტი“ ძალიან ახლოს არიან დანილოსა და ჟოაუ კანსელუს ბარტერთან. Sky Sport-ის ცნობით, დიდი ალბათობაა,რომ ტრანსფერი კვირას ოფიციალურად დაიხუროს.
აქამდე გუნდები 10 მილიონ ევროზე დაობდნენ („სიტი“ დანილოს 30 მილიონ ევროდ აფასებდა, „იუვე“ 20 მილიონად) ეს თანხა მკვეთრად შემცირებულია.
გარიგების თანახმად „იუვენტუსი“ კანსელუს სანაცვლოდ დანილოსა და 25-30 მილიონ ევროს მიიღებს.