მთავარი / სიახლეები / ევრა პოგბას “მანჩესტერიდან” წასვლას ურჩევს

ევრა პოგბას “მანჩესტერიდან” წასვლას ურჩევს

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მცველი პატრის ევრა პოლ პოგბას „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვებას ურჩევს.

„დროა პოლმა „მანჩესტერი“ დატოვოს. „მარსელში“ თამაშის დროს გულშემატკივარს დავარტყი, ჩემთან გუნდის მფლობელი და მწვრთნელი მოვიდნენ, რომლებმაც მკითხეს: რა ვქნათ ახლა პატრის?“ ვუპასუხე, რომ მივდიოდი, რადგან არ მინდოდა გუნდისთვის ნეგატივი მომეტანა.

პოგბაც ასეთ ვითარებაში, მას ყოველთვის აკრიტიკებენ, კარგად თამაშობს თუ ცუდად. მახსოვს, შარშან „ლივერპულთან“ ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ მატჩის შემდეგ მხოლოდ მასზე და მოურინიოზე საუბრობდნენ. ამიტომ, დროა გუნდიდან წავიდეს“, – თქვა ევრამ.

შეგახსენებთ, რომ ევრა და პოგბა „იუვენტუსში“ 2014-2016 წლებში თანაგუნდელები იყვნენ. ფრანგ ნახევარმცველს სწორედ „იუვეს“ უკავშირებენ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …