იუვენტუსმა სერია A-ს მე-20 ტურის, ბოლო მატჩი ტურინში პარმას წინააღმდეგ გაიმართა და მინიმალური ანგარიშით 2-1 მოიგო.
ამ მოგებით ბებერმა ქალბატონმა, იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 20 მატჩში 51 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა. ტურინელები უახლოეს მდევარს ინტერს 4 ქულით უსწრებენ.
ამრიგად იუვენტუსი, გახდა საუკეთესო გუნდი ევროპის ტოპ 5 ლიგაში, რომელმაც ზედიზედ მესამედ მოახერხა პირველ 20 ტურში მინიმუმ 50 ქულის დაგროვება. შეგახსენებთ, რომ ბიანკონერიმ ზედიზედ რვაჯერ მოიგო იტალიის სერია ა.