მთავარი / თეგის არქივი: პარმა

თეგის არქივი: პარმა

ჯიჯი ბუფონი “იუვეზე”, პსჟ-ზე, იტალიის ნაკრებზე, კარიერაზე, ალეგრიზე, სარისა და ბევრ სხვა თემაზე…

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი, რომელიც ამჟამად „პარმაში“ თამაშობს, Bobo TV-ის სტუმარი იყო. ეს არის გადაცემა, რომელიც კრისტიან ვიერის, ანტონიო კასანოს, დანიელე ადანის და ნიკოლო ვენტოლას მიჰყავთ. ჯიჯიმ სწორედ მათ შეკითხვებს უპასუხა და არაერთი საინტერესო ამბავი გაიხსენა. კასანოს „იუვეში“ გადაბირებაზე: „ვცდილობდი კასანოს „იუვეში“ მოყვანას. მას კარგად ვიცნობ, მიყვარს, თავისი …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი: “ტიტულებზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ხალხის სიყვარულია”

ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიურ მედიასთან ისაუბრა. „პარმას“ 44 წლის მეკარემ განმარტა რატომ არ ასრულებს კარიერას და აღნიშნა, რომ თავს ისევ კონკურენტუნარიანად გრძნობს. „ბევრი მიზეზია, რის გამოც კარიერას არ ვასრულებ. იმის გამო, რომ თავს ისევ ძლიერად და კონკურენტუნარიანად ვგრძნობ, სპორტსმენისთვის ოქროს ხანაში ვარ. ისეთ ასაკში ვარ, როცა მომინდება, შემიძლია კარიერის დასრულებაც გადავწყვიტო. …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი: “დი მარია დაუფასებელია, ის არავიზე ნაკლები მოთამაშე არაა”

„პარმას“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა ანხელ დი მარიას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ „იუვენტუსმა“ შესანიშნავი ტრანსფერი განახორციელა. ჯიჯი დარწმუნებულია, რომ ანხელი იტალიაში მალევე ყველას დაუმტკიცებს თავის შესაძლებლობებს. „ის ყოველთვის ჩრდილში იყო და გულწრფელად გითხრათ, ვერ ვხვდები, რატომ. არავის არაფერი აქვს შესაშური, მაგრამ ის ხშირად დაუფასებელია. ფეხბურთი მიჰყვება ლოგიკას, რომელიც ყოველთვის გასაგები …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი: “უკვდავი არ ვარ, კარიერას დავასრულებ”

„პარმას“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ უკვდავი არ არის და კარიერის დასრულება მოუწევს. როგორც მან აღნიშნა, არ ელოდა, რომ ამ ასაკში ასეთ დონეზე ითამაშებდა. „არ მეგონა, რომ ასეთ ასაკში ამ დონეს შევინარჩუნებდი, მაგრამ გავაცნობიერე, რომ მიზნები საჭიროა. მე არ ვარ უკვდავი და ვიცი, რომ კარიერას დავასრულებ, მაგრამ კარიერის დასრულება 4 …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი: “იუვეს” პრობლემები აქვს, მაგრამ შეუძლია სიტუაციის გამოსწორება”

„პარმას“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა „იუვენტუსისა“ და ვოიცეხ შჩესნის შესახებ კომენტარი გააკეთა. ჯიჯი ფიქრობს, რომ ალეგრის შეუძლია სიტუაციის გამოსწორება, ხოლო პოლონელს მის იდეალურ შემცვლელად მიიჩნევს. „ვფიქრობ, რომ ისინი რთულ პერიოდში არიან, რაც ხდება ბევრი ცვლილებისას, მაგრამ ჰყავთ გუნდი ისე აღჭურვილი, რომ შეძლონ ამ მინუსების ანაზღაურება. მათ ჰყავთ მწვრთნელი, რომელიც იცნობს „იუვეს“ …

სრულად წაკითხვა »

ბუფონმა პენალტი აიღო, მაგრამ მას გოლი ფაჯიოლიმ გაუტანა [VIDEO]

იტალიის სერია B-ში საინტერესო თამაში გაიმართა. ჯანლუიჯი ბუფონის „პარმამ“ „კრემონეზეს“ უმასპინძლა, რომელთანაც წააგო (1:2) და სეზონში პირველი მარცხი განიცადა. ბუფონს გაშვებული გოლების დროს არაფრის გაკეთება შეეძლო. ბუფონის კარში პირველი გოლის ავტორი ნიკოლო ფაჯიოლი გახდა, რომელიც „იუვეს“ საკუთრებაა და ცოტა ხნის წინ „კრემონეზეში“ სათამაშო პრაქტიკისთვის გაანათხოვრეს. ჯიჯი და ფაჯიოლი გასულ სეზონში …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი: “ევრო 2020-ზე იტალიის ნაკრებში სიურპრიზი ეს ორი ფეხბურთელი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონმა Sky Sport-თან ისაუბრა. 43 წლის კიპერი, რომელიც ახლა „პარმას“ ღირსებას იცავს, საკუთარ თავზე, იტალიის ნაკრებსა და „იუვენტუსზე“ ილაპარაკა. იტალიის ნაკრებზე „კიელინის და ბონუჩის ასეთი თამაში რასაკვირველია სიურპრიზი არ ყოფილა, ისინი ამოსავალი წერტილები არიან. ყველა ეროვნულ ნაკრებს სჭირდება გამოცდილება, სიმტკიცე და გარკვეული …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი: “კარდიფში წაგებული ფინალი ჩემი ერთ-ერთი უდიდესი სინანულია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი კარიერას „პარმაში“ გააგრძელებს, სადაც 20-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. მან იტალიურ მედიასთან ისაუბრა და თქვა, რომ „პარი სენ ჟერმენში“ თავისი კარიერის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი სეზონი გაატარა. „სპორტულ ოჯახში გავიზარდე და შესაბამისად ვცდილობ საუკეთესოსგან ვისწავლო. სინანული? შეიძლება „მილანთან“ წაგებული პირველი ფინალი ვინანო, სადაც პენალტებში წავაგეთ, დანარჩენ ორ …

სრულად წაკითხვა »

ჯანლუიჯი ბუფონი “პარმაში” გადავიდა

ჯანლუიჯი ბუფონი „პარმაში“ ითამაშებს. იტალიურმა კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. ჯიჯი მშობლიურ გუნდში, სადაც კარიერა დაიწყო, 20-წლიანი პაუზის მერე დაბრუნდა და მომდევნო სეზონს სერია B-ში გაატარებს, რადგან გუნდი ქვედა ლიგაში დაქვეითდა. მხარეებს შორის არაოფიციალური ცნობით 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა და ბუფონის მიზანია 2022 წლის მუნდიალზე იტალიის ნაკრების განაცხადში მოხვდეს. ბუფონს „პარმას“ მაისურით …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი “პარმაში” ბრუნდება

ტურინის „იუვენტუსის“ და იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ჯანლუიჯი ბუფონი შესაძლოა „პარმაში“ გადავიდეს. იტალიური მედია წერს, რომ 43 წლის კიპერი გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს და ყველაზე რეალურია, რომ „პარმაში“ დაბრუნდება. ჯიჯიმ „ბარსელონა“ უარით გაისტუმრა, რადგან ესპანელები მხოლოდ მეორე მეკარის როლს სთავაზობდნენ, მას კი ძირითადში თამაში სურს. იმასაც წერენ, რომ ბუფონს ძალიან დიდი …

სრულად წაკითხვა »