მთავარი / სიახლეები / ბუფონმა პენალტი აიღო, მაგრამ მას გოლი ფაჯიოლიმ გაუტანა [VIDEO]

ბუფონმა პენალტი აიღო, მაგრამ მას გოლი ფაჯიოლიმ გაუტანა [VIDEO]

იტალიის სერია B-ში საინტერესო თამაში გაიმართა. ჯანლუიჯი ბუფონის „პარმამ“ „კრემონეზეს“ უმასპინძლა, რომელთანაც წააგო (1:2) და სეზონში პირველი მარცხი განიცადა.

ბუფონს გაშვებული გოლების დროს არაფრის გაკეთება შეეძლო. ბუფონის კარში პირველი გოლის ავტორი ნიკოლო ფაჯიოლი გახდა, რომელიც „იუვეს“ საკუთრებაა და ცოტა ხნის წინ „კრემონეზეში“ სათამაშო პრაქტიკისთვის გაანათხოვრეს. ჯიჯი და ფაჯიოლი გასულ სეზონში თანაგუნდელები იყვნენ.

მეორე ტაიმში ფაჯიოლიმ საჯარიმოში დიდებული ფინტი შეასრულა („ზიდანის ფინტი) და წააქციეს, შედეგად, პენალტი მოიპოვა. ბუფონმა ეს პენალტი დი კარმინეს აუღო, მაგრამ ვიდეორეფერი საქმეში ჩაერია და პენალტი გაამეორა, მაგრამ ამჯერადაც დი კარმინემ ვერ გაიტანა, ოღონდ კარს ააცილა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …