მთავარი / სიახლეები / სერია A / ბუფონი: “იუვეს” პრობლემები აქვს, მაგრამ შეუძლია სიტუაციის გამოსწორება”

ბუფონი: “იუვეს” პრობლემები აქვს, მაგრამ შეუძლია სიტუაციის გამოსწორება”

„პარმას“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა „იუვენტუსისა“ და ვოიცეხ შჩესნის შესახებ კომენტარი გააკეთა. ჯიჯი ფიქრობს, რომ ალეგრის შეუძლია სიტუაციის გამოსწორება, ხოლო პოლონელს მის იდეალურ შემცვლელად მიიჩნევს.

„ვფიქრობ, რომ ისინი რთულ პერიოდში არიან, რაც ხდება ბევრი ცვლილებისას, მაგრამ ჰყავთ გუნდი ისე აღჭურვილი, რომ შეძლონ ამ მინუსების ანაზღაურება. მათ ჰყავთ მწვრთნელი, რომელიც იცნობს „იუვეს“ სამყაროს და რომელსაც შეუძლია კვლავ ყველას გაკვირვება.

შჩესნი? მე ჩემი არჩევანი იანვარში გავაკეთე, რადგან თავს ისევ ძლიერ მეკარედ ვგრძნობდი და თამაში შემეძლო, მიუხედავად იმისა, ვინ იყო ჩემზე წინ. ჩემი აზრით, „იუვემ“ ჩემს შესაცვლელად მეკარე სწორად აირჩია, მიუხედავად იმისა, რომ ახლა პრობლემები აქვთ. „პარმა“ ჩემთვის დიდი გამოწვევაა, ძალიან ვერთობი და ბედნიერი, რომ ასეთი არჩევანი გავაკეთე. ეს იყო რთული არჩევანი, მაგრამ სწორედ მათგან ვიღებ ყველაზე დიდი კმაყოფილებას“, – თქვა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ოთხ ტურში მხოლოდ 2 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზეა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი მომდევნო ტურში 22 სექტემბერს, „სპეციასთან“ სტუმრად ითამაშებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …