მთავარი / სიახლეები / ბუფონი: “კარდიფში წაგებული ფინალი ჩემი ერთ-ერთი უდიდესი სინანულია”

ბუფონი: “კარდიფში წაგებული ფინალი ჩემი ერთ-ერთი უდიდესი სინანულია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი კარიერას „პარმაში“ გააგრძელებს, სადაც 20-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. მან იტალიურ მედიასთან ისაუბრა და თქვა, რომ „პარი სენ ჟერმენში“ თავისი კარიერის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი სეზონი გაატარა.

„სპორტულ ოჯახში გავიზარდე და შესაბამისად ვცდილობ საუკეთესოსგან ვისწავლო. სინანული? შეიძლება „მილანთან“ წაგებული პირველი ფინალი ვინანო, სადაც პენალტებში წავაგეთ, დანარჩენ ორ ფინალში ფავორიტები არ ვიყავით, „ბარსასთან“ დამსახურებულად დავმარცხდით, მიუხედავად იმისა, რომ შანსი გვქონდა და ანგარიშიც გავათანაბრეთ. კარდიფში კი, მადრიდის „რეალის“ ძალა ვერ გავითვალისწინეთ. ჩვენ იქ ძალიან დიდი თავდაჯერებით წავედით. სინანული ის არის, რომ 1:4 წავაგეთ, ფინალში ასეთი ანგარიშით და 0:1 წაგება იგივე არ არის, რადგან 1:4-ზე გეუფლება შეგრძნება, რომ ფინალში შემთხვევით მოხვდი. სწორედ ეს მაწუხებს ყველაზე მეტად კარდიფის ფინალიდან.

კარიერა – ამას არ ვამბობ საკუთარი თავის შექებისთვის, მაგრამ ერთმა ადამიანმა მკითხა: „როგორ ფიქრობთ, ყველაზე ძლიერი იყავით?“ მე ვუპასუხე, რომ ამით არ დავინტერესებულვარ, მაგრამ ცხადია, ყველაზე სუსტი არ ვყოფილვარ. ფეხბურთში უამრავი წელი გავატარე, ყოველ ახალ გამოწვევას მოვერგე და ეს ჩემი ერთ-ერთი დამსახურებაა.

ბუფონის აკადემია – ეს სიამაყის საფუძველიცაა, რადგან ამ პოზიციაზე ჩვენ საუკეთესოები ვიყავით და მინდა იტალიაში ისევ საუკეთესო მეკარეები აღიზარდონ. თუმცა, ასევე მინდა ფეხბურთს უკან დავუბრუნო ყველაფერი, რაც ჩემს კარიერაში მქონდა. ფეხბურთს ბევრი რამ მივეცი, მაგრამ ასევე ბევრი მივიღე. როდესაც ბავშვებს ვესაუბრები, მიყურებენ, მათ ხელს ვართმევ და ბედნიერი ვარ.

„პარმა“ – მშობლებისგან ბევრი გაკვეთილი ვისწავლე, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი დედისგან. ის ყოველთვის მეუბნებოდა: კარგად მოიქეცი, უარი თქვა რაღაცებზე და ცხოვრება ყველაფერს გადაგიხდის. ვცდილობდი ეს პრაქტიკაში გამომეყენებინა. პროფესიაში რაღაცაზე უარის თქმით, მივხვდი, რომ ცხოვრებამ ბევრად მეტი დამიბრუნა, ვიდრე ვიმსახურებდი. ჩემს ცხოვრებას ასე ვაგრძელებ, რადგან ამის მჯერა.

პსჟ-ში გატარებული სეზონი – მე მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა გიჟურ გუნდში, ხარისხობრივ დონეზე. როდესაც „იუვეში“ დავბრუნდი, ყოველთვის ვამბობდი ბიჭებთან საუბრისას, რომ მსგავსი განცდა „ბიანკონერიში“ ალბათ მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში განვიცადე. დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველა ტურნირზე ბოლომდე მივიდოდით, მარტივად გავიმარჯვებდით. პარიზში გატარებული ჩემი კარიერის ერთი წელი დიდი სიამოვნებით მახსენდება. პატივისცემა, რომელიც საფრანგეთში მქონდა, არასდროს მიგვრძნია“, – თქვა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა „პარმასთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა და ფეხბურთში კიდევ ორი სეზონი დარჩება, მომდევნო სეზონში კი სერია B-ში ითამაშებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …