„იუვენტუსი“ – „პარმას“ მატჩს მასპინძელთათვის უსიამოვნოდ მაინც არ ჩაუვლია. თამაშის შემდეგ გამარჯვების ქომაგებთან ერთად ტრადიციული აღნიშვნა მთელმა გუნდმა არ მოისურვა.
გონსალო იგუაინი, მირალემ პიანიჩი და ხუან კუადრადო დაუყოვნებლივ გასახდელში შევიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ლეონარდო ბონუჩი, კრიშტიანუ რონალდუ, ვოიცეხ შჩესნი და ბლეზ მატუიდი მათ მოედანზე დაბრუნებისკენ აქტიურად მოუწობდნენ.
უცნობია მიზეზი, რის გამო იყვნენ პიანიჩი, იგუაინი და კუადრადო გაბრაზებულნი. როგორც იტალიური მედია წერს, „პიპიტა“ კრიშტიანუზე გაბრაზდა, რომელმაც თამაშის მიწურულს ხელსაყრელ სიტუაციაში პასი არ გაუკეთა და თავად ჰეთ-თრიქის შესრულება სცადა.