კრიშტიანუ რონალდუ და პაულო დიბალა კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ სერია ა-ს მე-20 ტურის მატჩში პარმასთან, რომელიც ტურინში გაიმართა.
58-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, პაულო დიბალამ კრიშტიანუ რონალდუს პასი გაუკეთა ამ უკანასკნელმა შეაგდო და ბებერი ქალბატონი დააწინაურა, 2-1. პორტუგალიელი და არგენტინელი გადახვეულები გაიქცნენ მოედნის კუთხისკენ გოლის აღსანიშნავად. შემობრუნებისას შემთხვევით ერთმანეთს აკოცეს. ეს მომენტი ერთ-ერთი გულშემატკივრის კამერამ აღბეჭდა და სოციალურ ქსელში გავრცელდა.