ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე საინტერესო ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ანდრეა პირლოსთან და არტურო ვიდალთან ერთადაა.
„ინტერში“ წასვლის გამო, როგორც ჩანს, ევრა ვიდალს გაუნაწყენდა და მასზესაკმაოდ ირონიული პოსტი განათავსა. ყოველშემთხვევაში, ფაქტია, ევრამ ამ პოსტით ვიდალს მიანიშნა, რომ მან „იუვენტუსს“ უღალატა.
„- პატ, შენს უკან ვინ არის?
– მაესტრო, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ის ადრე ჩვენთან თამაშობდა“ – ასე დაასათაურა მან ფოტო.
გარდა ამისა, ინსტაგრამში დაწერა:
„გამარჯვება არ არის მნიშვნელოვანი, ეს ერთადერთია, რასაც აზრი აქვს, მაგრამ ბოლომდე იუვენტინოდ ყოფნაც ერთადერთია, რასაც აზრი აქვს, მაპატიე არტურო“.
შეგახსენებთ, რომ ევრა „იუვენტუსში“ 2014-2017 წლებში თამაშობდა, ვიდალი კი 2011-2015 წლებში.