კრიშტიანუ რონალდუს ტრავმა აღარ აწუხებს. მან ანდორასთან ამხანაგურ მატჩში მეორე ტაიმი ითამაშა და გოლიც გაიტანა.
რონალდუსთვის ეს იყო კარიერაში 746-ე გოლი და ამ მაჩვენებლით ისტორიაში მეოთხე ადგილზე გადავიდა,ფერენც პუშკაშს გაუთანაბრდა. მასზე წინ მხოლოდ პელე, რომარიო და იოზეფ ბიცანი არიან. ეს უკანასკნელი ლიდერია და 805 გოლი აქვს გატანილი. ასე რომ, კრიშტიანუს მისი რეკორდის მოხსნა შეუძლია და ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი ქნება გატანილი.
რონალდუმ პორტუგალიის ნაკრების მაისურით 102-ე გოლი გაიტანა და სანაკრებო დონეზე მხოლოდ ალი დაეს ჩამორჩება, რომელსაც 109 გოლი აქვს გატანილი.