„ნაპოლის“ აპელაცია ტურინში „იუვენტუსთან“ ტექნიკური წაგების გაუქმებისა და 1 ქულის ჩამოკლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
შედეგად, ძალაში დარჩა დაფიქსირებული შედეგი და ნეაპოლურ გუნდს სატურნირო ცხრილშიც 1 ქულა დაკლებული დარჩა. მოგეხსენებათ, „ნაპოლი“ იმის გამო დასაჯეს, რომ ტურინში თამაშზე არ ჩავიდა.
გარდა ამისა, განიხილეს „ვერონა“ – „რომას“ მატჩის შედეგიც, სადაც რომაელებს განაცხადში არმყოფი ამადუ დიავარას თამაშის გამო ტექნიკური წაგება (0:3) ჩაეთვალათ. ამ შემთხვევაშიც „ჯალოროსის“ აპელაციამ არ გაჭრა და „ვერონას“ გამარჯვება ძალაში დარჩა.