იდეა შეიცვალა – დუგლას კოშტა არ იყიდება. ბრაზილიელს გასული სეზონი ტრავმების გამო კატასტროფული გამოუვიდა და ამიტომ მისი გასხვისების იდეა საკმაოდ აქტუალური იყო.
თუმცა, მაურიციო სარიმ ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერს ვეტო დაადო და მასზე დიდ იმედს ამყარებს. თანაც, სარის 4-3-3 ტაქტიკურ სქემას დუგლასი იდეალურად ეგრება.
სამხრეთ ამერიკელი ტურინში ნაადრევად, ივლისის დასაწყისის დაბრუნდა და ინდვიდუალურად მზადება დაიწყო. აზიური ტურნე გაუცდა, მაგრამ ხვალიდან გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგება და გასული სეზონის დავიწყებას მაღალ დონეზე თამაშით აპირებს.