ბოლო დღეებში პაულო დიბალასა და რომელუ ლუკაკუს ბარტერი აქტუალური გახდა. იტალიური მედიის ცნობით, ყველაფერი უახლოეს 7 დღეში უნდა გაირკვეს, რადგან ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა 8 აგვისტოს იხურება.
ტურინელები ბარტერზე მზად არიან, მაგრამ საბოლოო სიტყვა პაულო დიბალაზეა. არგენტინელს „იუვეს“ დატოვება არ სურს და კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას აპირებს. დიბალა 5 აგვისტომდე შვებულებაშია, მაგრამ შექნილი ვითარებიდან გამომდინარე ტურინში პარასკევს დაბრუნდება.
არგენტინელს სურს, რომ „ბებერ სინიორაში“ დარჩეს და „ცრუ 9-იანის“ პოზიციაზე ითამაშოს. მაურიციო სარიმ ცოტა ხნის განაცხადა, რომ მას სწორედ ამ პოზიციაზე, ან გამთამაშებლად ხედავს. ყველაფერს ნათელი მას შემდეგ მოეფინება, რაც დიბალა მაურიციო სარის, პაველ ნედვედსა და ფაბიო პარატიჩის დახურულ კარს მიღმა გაესაუბრება.