ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ „ჯენოასთან“ (3:1) მატჩის შემდეგ მაისური გაიხადა და მინდორზე დააგდო. პორტუგალიელი საკმაოდ გაღიზიანებული ჩანდა, რაც გოლის ვერგატანითაა გამოწვეული.
თუმცა, მაისურის ძირს დაგდების მიზეზი გაღიზიანება არ ყოფილა. ჟურნალისტი რომეო აგრესტი სტადიონზე იმყოფებოდა და ის იტყობინება, რომ ეს არ იყო გაღიზიანებით გამოწვეული საქციელი, არამედ მას მაისური ბურთის მიმწოდებელმა ბიჭმა სთხოვა და რონალდუმაც მაისური მის გამო მოედანზე დატოვა.
ანდრეა პირლომ მომხდარზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ამის გამო კრიშტიანუს დაჯარიმებას არ აპირებს. შეგახსენებთ, „იუვენტუსმა“ „ჯენოა“ 3:1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში 62 ქულით მესამე ადგილზეა.