ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა დეიან კულუშევსკიმ „ჯენოასთან“ (3:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. შვედმა ნახევარმცველმა უგოლო სერია შეწყვიტა და ანგარიში სწორედ მან გახსნა. დეიანმა სერია A-ში მეოთხედ შეძლო თავის გამოჩენა.
„დღეს მნიშვნელოვანია იყო თავდაჯერების მოპოვება, ეს ბოლო პერიოდში მაკლდა. უკეთ ვმუშაობ გუნდის დასახმარებლად და გასამარჯვებლად. ვფიქრობ, რომ უნდა მოვუმატოთ, განსაკუთრებით მეორე ტაიმებში. რაც აქ ვარ, პირველ ტაიმს კარგად ვატარებთ და შემდეგ მეორე ტაიმში მეტოქეებს თამაშის შესაძლებლობას ვაძლევთ.
დღეს 3:1 დაწინაურება მნიშვნელოვანი იყო. ყველამ ჩვენი მოვალეობა უნდა შევასრულოთ, არ შეიძლება გოლები მხოლოდ რონალდუმ გაიტანოს. დღეს არ გაუტანია, მაგრამ გუნდს ძალიან დაეხმარა, როგორც ყოველთვის. ის ჩემპიონია და მას უნდა დავეხმაროთ გოლების გატანაში“, – თქვა კულუშევსკიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 62 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში 18 აპრილს, სტუმრად „ატალანტას“ დაუპირისპირდება.