ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ ალვარო მორატასა და პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ არ უარყო, რომ დიბალას გაყიდვა გამორიცხული არ არის, რაც ტრანსფერის ალბათობაზე ჭორებს კიდევ უფრო გააძლიერებს.
„მორატას შემთხვევაში ბევრი კარია ღია. ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ თავიდანვე გამოვისყიდოთ ან იჯარა გავაგრძელთ. ეს არის ფეხბურთელი, რომელზეც დაყრდნობას ვაპირებთ, ის ბევრს გვაძლევს მოედანზე და სერიოზული ბიჭია.
დიბალა? მის აგენტთან ყოველ კვირაში ვსაუბრობთ, მაგრამ არ შეგვიძლია დავივიწყოთ ის მომენტი, რომელშიც ახლა მთელი მსოფლიო იმყოფება. სექტემბერში უარყოფითი ფინანსური ბალანსი გვქონდა, რომელიც ჯერ კიდევ არ გაუმჯობესებულა. ყველა ნაბიჯზე ფრთხილად უნდა ვიყოთ და ეს მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება. ახლა ვერავინ გადაწყვეტს რა მოხდება მომდევნო ერთი, ორი, სამი წლის განმავლობაში, ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – თქვა რაიოლამ.
შეგახსენებთ, რომ დიბალას კონტრაქტი 2022 წელს ეწურება, ხოლო მორატას 30 ივნისს, თუმცა მისი გამოსყიდვა ან იჯარის 1 წლით განახლება შესაძლებელია.