მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვემ” “ჯენოას” ადვილად მოუგო

“იუვემ” “ჯენოას” ადვილად მოუგო

 

იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში ტურინის „იუვენტუსმა“ „ჯენოას“ უმასპინძლა და დამაჯერებლად იმარჯვა.

ანდრეა პირლოს გუნდისთვის შეხვედრა კარგად დაიწყო და მეოთხე წუთზე ანგარიში გაიხსნა. თავი დეიან კულუშევსკიმ გამოიჩინა, რომელმაც ხუან კუადრადოს კარგი პასით ადვილად გაიტანა.

„იუვემ“ უპირატესობა 22-ე წუთზე გაზარდა. ფედერიკო კიეზამ მოედნის ცენტრში ფანტასტიკურად ითამაშა და მეტოქის მეკარესთან პირისპირ გასვლა შეძლო, თუმცა მატია პერინმა აუღო. დამატებაზე კრიშტიანუ რონალდუს დარტყმა ძელს მოხვდა და მესამედ უკვე ბურთი ალვარო მორატას მიუვიდა, რომელმაც სხვაობა გაზარდა – 2:0.

თითქოს ყველაფერი გადაწყდა კიდეც. თუმცა, მეორე ტაიმი „იუვენტუსმა“ ძალიან მოდუნებულმა დაიწყო და კინაღამ დაისაჯა. ჯერ სხვაობა ჯანლუკა სკამაკამ შეამცირა. მერე მარკო პიაცას ვოიცეხ შჩესნიმ აუღო რთული ბურთი და ბოლოს ხორვატმა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა.

ეს მომენტები ტურინელთათვის ცივი შხაპი გამოდგა და შემდეგ დაიბრუნეს უპირატესობა. 70-ე წუთზე კი ვესტონ მაკკენი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და დამაშვიდებელი გოლი გაიტანა. „იუვეს“ დარჩენილ დროში კიდევ ჰქონდა შანები, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

„იუვენტუსი“ 62 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას სტუმრად ბერგამოს „ატალანტასთან“ ჩაატარებს.

„იუვენტუსი“ – „ჯენოა“ 3:1 (2:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; კუადრადო (ალექს სანდრო 46), დე ლიხტი, კიელინი, დანილო; კულუშევსკი (მაკკენი 68), ბენტანკური, რაბიო (რემზი 84), კიეზა (არტური 74); რონალდუ, მორატა (დიბალა 68)

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

„ჯენოა“ (3-5-2): პერინი; მაზიელო, რადოვანოვიჩი, კრიშიტო; ბირასკი (გილიონე 46), ბეჰრამი (პიაცა 46), ბადელი, როველა (ზაიცი 63), ძაპაკოსტა; პანდევი (შომუროდოვი 63), სკამაკა (მელეგონი 70)

მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი

გოლები: 1:0 კულუშევსკი (4), 2:0 მორატა (22), 2:1 სკამაკა (49), 3:1 მაკკენი (70)

გაფრთხილება: კუადრადო (20), კულუშევსკი (37), ალექს სანდრო (82) – ბეჰრამი (38), როველა (53), კრიშიტო (62)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 23 (14) – 11 (3) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 8:6 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: მარკო დი ბელო

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …