კრიშტიანუ რონალდუ გამოჯანმრთელდა. „უდინეზესთან“ სათასო მატჩისა და გუშინდელი ვარჯიშის გამოტოვების შემდეგ პორტუგალიელი მოედანზე დაბრუნდა.
როგორც „იუვეს“ ვებგვერდი იტყობინება, კრიშტიანუმ დღევანდელ საწვრთნელ პროცესში სრული დატვირთვით მიიღო მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს მეოცე ტურში 19 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე „პარმას“ უმასპინძლებს.