მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „იუვენტუსს“ კბილი გაჰკრა. არგენტინელმა განაცხადა, რომ ალვარო მორატა ფილიპო ინძაგის ჰგავს თამაშის სტილით, მაგრამ იტალიელი უფრო შედეგიანი იყო, რადგან მაშინ VAR-ი არ არსებობდა და ის „იუვენტუსში“ თამაშობდა.
„ალვარო მორატა თვისებებით პიპო ინძაგის მაგონებს. მასავით თამაშგარის ზღვარზე თამაშობს. თუმცა, ინძაგის ეპოქაში VAR-ი არ იყო და ის „იუვენტუსში“ თამაშობდა. ამიტომაც, უფრო ხშირად აგრძელებდა შეტევას, ვიდრე თამაშგარის გამო აჩერებდნენ.
მაგრამ ახლა ვიდეორეფერია და ნაკლებად აშკარა სიტუაციებიც გამოვლენილია“, – თქვა სიმეონემ.