მთავარი / სიახლეები / “იუვე” ტონალისთვის ბრძოლაში ფავორიტად რჩება

“იუვე” ტონალისთვის ბრძოლაში ფავორიტად რჩება

ტურინის „იუვენტუსი“ სანდრო ტონალისთვის ბრძოლაში ფავორიტად რჩება. მათ შორის უსწრებს „ინტერსაც“, რომელმაც ბოლო დროს ნიჭიერი ფეხბურთელისადმი ძლიერი ინტერესი გამოხატა.

Corriere Dello Sport-ის ცნობით, „ბრეშას“ პრეზიდენტი მასიმო ჩელინო მზადაა ტონალი ზაფხულში სწორედ „იუვენტუსში“ გაასხვისოს თუ რა თქმა უნდა, ტურინული გრანდი მის მოთხოვნებს დააკმაყოლფილებს.

მოთხოვნებში კი, 35 მილიონი ევრო იგულისხმება, რომელსაც ჩელინო იტალიელი საყრდენის სანაცვლოდ ითხოვს.

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად მხარეები კიდევ უფრო გააძლიერებენ ზეწოლას და მოლაპარაკებების მაგიდასაც მიუსხდებიან.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …