კვირას, „იუვენტუსი“ „პარმას“ უმასპინძლებს. ამ მატჩის წინ Gazzetta Dello Sport-ი მარკო მარკიონის დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩამოართვა. მარკინიოს თავის დროზე „პარმაშიც“ უთამაშია და „იუვეშიც“.
– როგორ ფიქრობთ, „იუვეში“ გადასვლით კულუსევსკი ამ მატჩს უფრო მეტად მოტივირებული შეხვდება?
– ნამდვილად უნდა აჩვენოს, რომ „ბიანკონერის“ არჩევანი სწორი იყო. ამიტომ, უფრო მეტი მოტივაცია ექნება, რომ „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ყველაფერი გააკეთოს.
– თქვენ მიიჩნევთ „იუვეს“ დონის მოთამაშედ?
– ჯერ ძალიან ადრეა შეფასება, მაგრამ თუ „იუვემ“ ასეთი მნიშვნელოვანი ინვესტიცია შეასრულა, მაშინ ნამდვილად შეიძლება გამოდგეს გუნდისთვის სასარგებლო მოთამაშე და გახდეს უფრო ძლიერი, ვიდრე ახლაა.
– თქვენ თავს უფრო „პარმას“ უკავშირებთ თუ „იუვეს“?
– „პარმაში“ 7 წელი გავატარე და პრაქტიკულად ჩემი მეორე სახლი გახდა. არაფერი ვუკარგავ „იუვეს“, სადაც 3 წელი ვითამაშე და ნამდვილად დიდი კმაყოფილების წლები იყო, მაგრამ „პარმა“ ჩემთვის სახლია.
– ეს დიბალა გახსენებთ დელ პიეროს?
– ჩემი აზრით, განსხვავებული სტილის მოთამაშეები არიან, მაგრამ ერთი საერთო აქვთ: ჩემპიონები არიან.
– ბოლო ტურებიდან გამომდინარე ფიქრობთ, რომ რონალდუ ტოპ ფორმას დაუბრუნდა?
– დიახ, მე ასე ვფიქრობ, დაუბრუნდა მწვერვალს და აჩვენებს იმას, რასაც ყოველთვის აკეთებდა.
– დემირალის ტრავმის გამო „იუვემ“ უნდა შეიძინოს ახალი მცველი?
– ვფიქრობ, „იუვე“ სწორს აკეთებს, რომ რუგანიზე აკეთებს აქცენტს და არა ახალ მცველზე. მას უკვე უმუშავია სარისთან და ძლიერი ფეხბურთელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის აქამდე შენარჩუნებას აზრი არ ექნებოდა.