მთავარი / სიახლეები / იგუაინი: “ჩემი ერთადერთი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა”

იგუაინი: “ჩემი ერთადერთი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა ბრიტანულ მედიას ინტერვიუ მისცა და განაცხადა, ერთადერთი მიზანი აქვს – ჩემპიონთა ლიგის მოგება.

„მე ყველა მწვრთნელისგან ბევრი ვისწავლე, ვინც კარიერაში მყოლია, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ სარიმ ჩემგან ყველაზე მეტი მიიღო. ის არასდროს არაფერს თმობს, ჯიუტია და ეს ჩემთან მიმართებაში საქმეს ხელს უწყობს, რადგან მეც ჯიუტი ვარ. თუ საკმარისად ჯიუტი არ ხართ, ვერასოდეს იქნებით წარმატებული. მე არაჩვეულებრივი ურითიერთობა მაქვს მასთან, თუმცა ორივე ჯიუტები ვართ, ზოგჯერ კონფლიქტიშიც შევდივართ, მაგრამ ეს კარგი კონფლიქტია.

ერთადერთი ოცნება მაქვს, ჩემპიონთა ლიგის მოგება. ბევრი ტიტული მოვიგე, ყველა ჩემპიონატი, ფანტასტიკური კარიერა მაქვს. ვერაფრით გავაუმჯობესებ გარდა ჩემპიონთა ლიგის მოგებისა.

რატომ 21 ნომერი და არა 9? ჩემი შვილის, ალმას პატივსაცემად, რომელიც 21 მაისს დაიბადა. მინდოდა, ის ყოველთვის ჩემთან ერთად ყოფილიყო მოედანზე და ვიმედოვნებ, იღბალს მომიტანს“, – თქვა იგუაინმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …