მთავარი / სიახლეები / რონალდუ: “საგანგაშო არაფერია”

რონალდუ: “საგანგაშო არაფერია”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ „პარმასთან“ დუბლი შეასრულა და გოლებით კმაყოფილება გამოთქვა, მაგრამ შედეგით – არა. მიუხედავად ამისა, პორტუგალიელი მიიჩნევს, რომ საგანგაშო არაფერია.

„გოლებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ შედეგით – არა. ეს ფეხბურთია: ბოლო წუთებში უყურადღებოდ ვიყავით და „პარმამ“ ისარგებლა ჩვენი შეცდომებით. მძიმე სამუშაო? არა, არ ვფიქრობ, რომ ბოლოდროინდელი შედეგები ამის ბრალია. მშვიდად ვართ, არანაირი განგაში არ არსებობს. ყველას გვჯერა საკუთარი ძალის და ამ გუნდის, მისი ხარისხის, მწვრთნელისა და სტაფის. “იუვესთვის” შესანიშნავი წელი იქნება“, – თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 22 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ 9 ქულით უსწრებს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …