მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “მოსაგებად თავდაცვა აუცილებელია”

ალეგრი: “მოსაგებად თავდაცვა აუცილებელია”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „პარმასთან“ შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტი უკმაყოფილო დარჩა დაცვაში გუნდის თამაშით და განაცხადა, რომ მისი გუნდი მხოლოდ შეტევაზე ფიქრობდა.

„უფრო მეტი ბალანსი უნდა ვიპოვოთ, არ შეიძლება მეოთხე ან მეხუთე გოლზე ფიქრი ერთ თამაშში. ხშირად დაცვაში ორი-ორზე ვრჩებოდით, ორთაბრძოლები კი ზოგჯერ მოვიგეთ, ზოგჯერ კი წავაგეთ.

უკან ცუდად ვითამაშეთ, განსაკუთრებით ზეწოლის დრო. დავუშვით შეცდომები მეორე და მესამე გოლების დროს. პირველი გოლის დროს კი, სივრცე გავაფაროთეთ. სამწუხაროა, რადგან თამაში პრაქტიკულად დახურული გვქონდა, დაძაბულობაც არ იყო. არ შეიძლება მხოლოდ შეტევაში თამაში, თუ სამ გოლს გაიტან, სამს გაუშვებ, ეს კარგი არაა. ვინაიდან, თამაშების მოსაგებად თავდაცვითი ფაზა აუცილებელია.

ჩვენ ორი თამაში ჩავაგდეთ. რომში პირველი ტაიმი, მერე ბერგამოში. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, საბედნიეროდ, კომფორტული უპირატესობა გვაქვს სატურნირო ცხრილში“, – განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 22 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ 9 ქულით უსწრებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …