მთავარი / სიახლეები / უფსკრული დაცვაში

უფსკრული დაცვაში

„იუვენტუსისთვის“ წარუმატებელი პერიოდი გრძელდება. ბერგამოში იტალიის თასზე მტკივნეული მარცხის შემდეგ „იუვეს“ საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ შეეძლო რეაბილიტაცია, მაგრამ „პარმას“ ვერაფერი დააკლო.

ორი თამაში და 6 გაშვებული გოლი. ეს შესაძლოა ზოგიერთებისთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყოს, მაგრამ „იუვესთვის“ არადამახასიათებელი და ძალიან უარყოფით შედეგია. დუვან ძაპატადან ჟერვინიომდე – ტურინელთა დაცვაში დიდი პრობლემებია.

რა თქმა უნდა, ჯორჯო კიელინი და დანიელე რუგანი დიდი დანაკლისია, მაგრამ ეს მაინც ვერ ამართლებს, რასაც „იუვენტუსი“ „პარმასთან“ ბოლო 25 წუთში საკუთარი კარის სიახლოვეს სჩადიოდა. ვერც კრიშტიანუ რონალდუს დუბლი გამოდგა საკმარისი.

ზოგადად ტურინელები უპირატესობა ფლობდნენ და თითქოს ადვილად უნდა მოეპოვებინათ მორიგი სამი ქულა. რონალდუმ 36-ე წუთზე გახსნა ანგარიში, ხოლო დანიელე რუგანიმ 62-ე წუთზე სხვაობა გაზარდა. აი, ამის მერე კი, „იუვეს“ უდიდესი პრობლემები შეექმნა. მალევე, დაცვა ჩავარდა და ბარილამ ისე გაიტანა, თითქოს ვარჯიშზე ყოფილიყო. თუმცა, ზუსტად ორ წუთში მასპინძლებმა ორბურთიანი სტატუსქვო აღადგინეს – მანჯუკიჩი ჩაწოდება კრიშტიანუ დააგვირგვინა.

იქამდე სამი ხედირას სამი მაგარი მომენტი ჰქონდა, ერთხელ მეკარემ აჯობა, ორჯერ ძელს გაარტყა. აი,ბოლო 15 წუთი კი კოშმარული იყო. ჟერვინიომ დანიელე რუგანის უყურადღებობით ისარგებლა და ქუსლით ეფექტური გოლი გაიტანა – 3:2. მიუხედავად ამისა, „იუვენტუსი“ ახლოს იყო მძიმე, მაგრამ მაინც გამარჯვებასთან.

მსაჯმა შეხვედრას 4 წუთი დაამატა და ბოლო წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ჟერვინომ კიდევ ერთხელ გაიტანა. სახიფათო შეტევა მარტინ კასერესმა თითქოს ჩაშალა, მაგრამ მარიო მანჯუკიჩმა ფლანგზე ძალიან ცუდად ითამაშა, ბურთის შენარჩუნებაზე ითამაშა, გაუგებარი პასი გააკეთა, რომელიც ჩაიჭრა. შედეგად, რობერტო ინგლეზემ კარის გასწვრივ გააკეთა გადაცემა, სადაც ჟერვინიო მარტო იყო და გაიტანა – 3:3.

აქ მხოლოდ დაკარგულ ქულებში არაა საქმე. ნათელია, რომ ტურინელთა დაცვისა და ნახევარდაცვის ხაზში სერიოზული პრბოლემებია. უადგილო იქნება მხოლოდ დაცვაზე ყველაფრის გადაბრალება. ფაქტია, ნახევარმცველები ნაყოფიერად ვერ ეხმარებიან უკანა ხაზს. ასეა თუ ისე, მომხდარს აღარაფერი ეშველება. მთავარია „ატლეტიკოსთან“ მატჩამდე „იუვემ“ საკუთარი თავი დაიბრუნოს.

„იუვენტუსი“ – „პარმა“ 3:3 (1:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი (4-3-3): პერინი; კანსელუ, რუგანი, კასერესი, სპინაცოლა; ხედირა (ბენტანკური 79), პიანიჩი, მატუიდი; დუგლას კოშტა (ბერნარდესკი 46, ემრე ჯანი 87), მანჯუკიჩი, რონალდუ

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„პარმა“ (4-3-3): სეპე; იაკოპონი, ბრუნო ალვეში, ბასტონი, გალიოლო; კუცკა (სპროკატი 86), სკოცარელა (სტულაცი 76), ბარილა; ჟერვინიო, ინგლეზე, ბიაბიანი (სილიგარდი 57)

მწვრთნელი: რობერტო დ’ავერსა

გოლები: 1:0 რონალდუ (36), 2:0 რუგანი (62), 2:1 ბარილა (64), 3:1 რონალდუ (66), 3:2 ჟერვინიო (74), 3:3 ჟერვინიო (90)

გაფრთხილება: ემრე ჯანი (90) – ბარილა (26), სკოცარელა (28)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (9) – 11 (5) ბურთის ფლობა: 67%-33% კუთხურები: 11:4 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …