ტურინის „იუვენტუსმა“ „პარმასთან“ (3:3) მორიგი წარუმატებელი მატჩი ჩაატარა და კრიტიკის ობიექტი ერთი კვირის განმავლობაში მეორედ გახდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
პერინი 6 – დასაწყისში სწორედ მისი წყალობით გადარჩა „იუვე“ კიდევ ერთ წარუმატებელ დასაწყისს.
კანსელუ 5.5 – ხარისხის მანევრირებას ახდენდა, დუგლას კოშტასთან შეთამაშებაც იგრძნობოდა, მაგრამ პოტენციურად შედეგი ვერ გამოიღო. დაცვაში კი ვერაფერი გააკეთა.
რუგანი 5 – დაცვისთვის უნდა ელიდერა, თუმცა ამ დაცვამ სამი გოლი გაუშვა. გატანილი გოლი აღარ მოქმედებს, რადგან ჟერვინიოს ორივე გოლში მისი დანაშაული დიდია.
კასერესი 5 – ერთი ტაიმი კარგად ჩაატარა. მაგრამ შემდეგ ინგლეზემ მოედნიდან გააქრო.
სპინაცოლა 5 – შეტევაში ცდილობდა კარგად ჩართვას, მაგრამ სამივე გოლი მისი ფლანგიდან გავიდა.
ხედირა 6 – ორჯერ ძელს მოარტყა ბურთი, ერთხელ სეპემ აჯობა. გოლი საჭირო იყო მისთვის, მერე კი, პირველ გოლზე ბარილა დაკარგა.
ბენტანკური შ.გ – ურუგვაელმა 10 წუთი ითამაშა.
პიანიჩი 5.5 – როდესაც ბურთი ჰქონდა ბევრად უკეთესი იყო, მაგრამ მეორე ტაიმში ისიც გაურკვევლობაში იმყოფებოდა.
მატუიდი 6 – 2019 წლის საუკეთესო თამაში. რონალდუს საგოლე პასი გაუკეთა, თუმცა სარგებლიანი მხოლოდ ეს იყო.
დუგლას კოშტა 6 – ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე კარგ ფორმაშია. თუმცა, შესვენებაზე შეცვალეს, რადგან მუხლში დისკომფორტს გრძნობდა.
ბერნარდესკი 5 – ვერ ითამაშა მაღალ დონეზე, მერე კი, ტრავმაც მიიღო.
ემრე ჯანი შ.გ – გერმანელმა ბერნარდესკი შეცვალა. ბოლო გოლზე დააგვიანა დაზღვევა.
მანჯუკიჩი 6.5 – რონალდუსთან ერთად საუკეთესო. ბოლო გოლის დროს ისიც შეცდა მისი არაზუსტი მოქმედებით დაიწყო საგოლე შეტევა.
რონალდუ 7 – სერია A-ს ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში გაიტანა, მანჯუკიჩთან ერთად შესნიშნავად თამაშობდა.