„პარმასთან“ მატჩის შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ გუნდში შვებულება გამოაცხადა. ტურინელები კვირას და ორშაბათს დაისვენებენ და საწვრთნელ პროცესს სამშაბათს, „კონტინასას“ ბაზაზე განაახლებენ.
შესაბამისად, დაიწყება „სასუოლოსთან“ მატჩისთვის მზადება. „იუვე“ მომდევნო შეხვედრას სწორედ რობერტო დე ძერბის გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელსაც რეჯიო ემილიაში 10 თებერვალს დაუპირისპირდება.