ტურინის „იუვენტუსმა“ „პარმასთან“ (3:3) გარდა ორი ქულისა, ორი ფეხბურთელიც დაკარგა. დუგლას კოშტამ და ფედერიკო ბერნარდესკიმ მოედანი ტრავმების გამო დატოვეს.
თავდაპირველად ბრაზილიელი შეცვალეს, რომელმაც მუხლში დისკომფორტი იგრძნო. მის ნაცვლად ბერნარდერსკი ჩაერთო თამაშში, მაგრამ 87-ე წუთზე მასაც იძულებით მოუწია მინდვრიდან გასვლა. ფედრიკომ ტანის მარცხენა არეში მიიღო დაზიანება.
ორივე ფეხბურთელი სიტუაცია უახლოეს დღეებში შეფასდება, თუმცა Sky Sport-ის ცნობით, დუგლასს შესაძლოა „სასუოლოსთან“ თამაში გაუცდეს, ხოლო ბერნარდესკის დაზიანება შემაშფოთებელი არაა და ფეხბურთელი მალევე დაბრუნდება.
წესით, ორივე შემტევმა „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ უპრობლემოდ უნდა მოახერხონ თამაში.