მთავარი / სიახლეები / “იუვე” ძანიოლოს ტრანსფერზე მუშაობას დაიწყებს

“იუვე” ძანიოლოს ტრანსფერზე მუშაობას დაიწყებს

ტურინის „იუვენტუსი“ „რომას“ 19 წლის ნახევარმცველ ნიკოლო ძანიოლის გადაბირებას ეცდება. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ფაბიო პარატიჩის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ ნიჭიერი იტალიელი ფეხბურთელია.

ძანიოლოს „რომაში“ დარჩენა-არდარჩენის საკითხი ასევე იქნება იმაზე დამოკიდებული, მოიპოვებს თუ არა ჩემპიონთა ლიგის საგზურს. ამჟამად, ფეხბურთელი დაახლოებით 40 მილიონ ევროდ ფასობს და ტურინელები ამ თანხის გასაღებად მზად არიან.

გარდა ამისა, არაა გამორიცხული გარიგებაში რომელიმე ფეხბურთელი ჩართონ თანხის შემცირების მიზნით.

შეგახსენებთ, რომ ძანიოლო „რომაში“ პირველ სეზონს ატარებს და სპეციალისტები უკვე აალაპააკა. სერია A-ში კი 2 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …